რუსი მწვრთნელი: “ორივე ტყვიას ამ მსაჯს ვესროდი” (ვიდეო)
რუსეთის სტუდენტური საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელ ვიქტორ ზუბჩენკოს დისკვალიფიკაცია ელის. ამის მიზეზი მის მიერ მატჩის შემდეგ მიცემული ინტერვიუა.
როსტოვის კონომიკის უნივერსიტეტის გუნდი ლაკმიკის ეროვნულ უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. არბიტრმა როსტოველებს 7 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა. ამის გამო, ზუბჩენკო ძალიან გაბრაზებული იყო.
გთავაზობთ მის კომენტარს:
“ყველაფერი კარგად იყო. მეორე ტაიმში კი მსაჯის გადაწყვეტილებებმა სიტუაცია შეცვალა. თუ ჩემ წინ ორ ისეთ ადამიანს დამიყენებთ, რომლებიც ყველაზე მეტად მძულს – ჰიტლერსა და ნაპოლეონს, მათ შორის კი ამ მსაჯს ჩააყენებთ და ორ ტყვიას მომცემთ, ორივეს მსაჯს ვესროდი. ეს რაღაც საშინელებაა”, – განაცხადა ზუბჩენკომ.
На цитаты😀#РБСпорт #РБ pic.twitter.com/c9tQBn1y9F
— Рейтинг Букмекеров (@bookierating) April 15, 2021