ჰანსი ფლიკმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი, უცხოურ პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ლოთარ მათეუსმა დაგვიანონსა, რომ ევრო 2020-ის შემდეგ ფლიკი გერმანიის ნაკრების თავკაცად დაინიშნებოდა.
“ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა მსურს. რასაკვირველია, ამის შესახებ ხელმძღვანელებმაც იციან.
თითქმის ორი წელია, რაც ამ კლუბთან ვთანამშრომლობ და ყოველივე ეს ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. სრულად კმაყოფილი და მადლიერი ვარ გუნდთან და კლუბთან არსებული ურთიერთობითა და ხარისხით,” – ციტირებს ფლიკის სიტყვებს Eurosport.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ “ბუნდესნაკრების” მთავარი მწვრთნელის პოსტს იოაჰიმ ლიოვი ტოვებს. “ბაიერნში” კი ფლიკის შემცვლელად იულიან ნაგელსმანის ვარიანტს განიხილავენ.