ფერდინანდი სუპერლიგაზე: “ეს არის ომი ფეხბურთის წინააღმდეგ, სამარცხვინოა”
19 აპრილს ევროპის 12-მა გრანდმა ოფიციალურად დააანონსა ახალი ევროპული ტურნირის შექმნის პროექტი, რასაც საფეხბურთო სამყაროში განსხვავებული შეფასებები მოყვა. ევროპის სუპერლიგის იდეა მკაცრად გააკრიტიკა რიო ფერდინანდმა.
“ეს არის ომი ფეხბურთის წინააღმდეგ, სამარცხვინოა. ეს ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რაც ფეხბურთის ღირებას წარმოადგენს.
სუპერლიგა არის დახურული სივრცე დიდი კლუბებისთვის, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ფულის გამომუშავებას. მდიდარი უფრო გამდიდრდება, დანარჩენებს კი უბრალოდ დააიგნორებენ.
არ მესმის, ამ პანდემიის ფონზე როგორ ეყოთ ამის გამბედაობა. მსოფლიოს მასშტაბით ხალხი სიკვდილს ებრძვის, ისინი კი ფეხბურთის განადგურებას ცდილობენ.
კონკურენციის გაქრობა ფეხბურთს დაანგრევს. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ამ ხალხს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ფეხბურთი. მათთვის ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესია.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მონაწილეობა? ჩემთვის ეს დაუჯერებელია, სამარცხვინოა. ამ კლუბის უდიდესი ფანი ვარ, მაგრამ ამ წამოწყებას მხარს ვერ დავუჭერ,” – აცხადებს ფერდინანდი.