უეფას ვერსია: როგორ უნდა შეიცვალოს ჩემპიონთა ლიგა?
19 აპრილს ევროპის 12-მა გრანდმა ოფიციალურად დააანონსა ახალი ევროპული ტურნირის შექმნის პროექტი, რასაც საფეხბურთო სამყაროში განსხვავებული შეფასებები მოყვა.
საპასუხოდ, უეფა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ცვლილებების საჭიროებას ეთანხმება და ჩემპიონთა ლიგაზე დაგეგმილ რეფორმებს წარმოგვიდგენს, რომელიც 2024 წელს უნდა გატარდეს.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგაზე 32-ის ნაცვლად 36 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ელიტურ კლუბებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას, ადგილს შესთავაზებენ.
ახალი ფორმატი გუნდების ჯგუფებად დაყოფის ნაცვლად ერთი ლიგის შექმნას ითვალისწინებს. მომდევნო ეტაპზე 8 საუკეთესო კლუბი გავა, დანარჩენები კი პლეიოფში ითამაშებენ.
ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატში მოასპარეზე თითოეული კლუბი მინიმუმ 10 მატჩს ჩაატარებს და უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს.