რამზან კადიროვის შვილი გამარჯვებულად მაშინ გამოაცხადეს, როცა მეტოქემ მისი ცემა დაიწყო (ვიდეო)
სპორტულმა კლუბმა “ახმატმა”, რომლის მმართველიც რამზად კადიროვია ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ტურნირი მოაწყო. ტურნირში მონაწილეობა თავად რამზან კადიროვის შვილმაც მიიღო.
ტურნირი, რომელიც ახმატ-კაჯი კადიროვის ხსოვნას ეძღვნება, სისტემატიურად ტარდება და სხვადასხვა ბრძოლებში რუსეთის რეგიონებიდან მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობენ.
8 აპრილს, ერთ-ერთი მორიგი ტურნირის დროს უცნაური რამ მოხდა. რამზან კადიროვის ვაჟი, 13 წლის ადამ კადიროვი ყაბარდო-ბალყარეთის წარმომადგენელ ასლან ბიტიროვს დაუპირისპირდა. მეორე რაუნდში, მაშინ, როცა ბიტიროვის უპირატესობა გამოიკვეთა, მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა. მან ჩათვალა, რომ ბიტიროვი ნოკდაუნში იყო და ათამდე დათვლა დაიწყო. თუმცა მოზარდი სპორტსმენი აშკარად ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ბრძოლას რამზან კადიროვი ესწრებოდა, მის გვერდით კი UFC-ის მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი იჯდა.
საბოლოოდ, ჩემპიონის ქამარი ადამ კადიროვს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ მას ამ ტურნირზე არცერთი წაგება არ აქვს.
Çeçenistan'da Cumhurbaşkanı Kadırov'un da katıldığı uluslararası boks turnuvası düzenlendi. Kadırov'un 13 yaşındaki oğlu Adam, yumruklar almaya başlayınca hakem aniden maçı durdurarak Kadirov'un oğlu Ademi "galip" ilan etti. pic.twitter.com/HPiMCNGEnr
— Ceyhun Aşirov (@CeyhunAsirov) April 19, 2021