“ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” სუპერლიგას ტოვებენ
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძალიან მალე ევროპის სუპერლიგას ორი ინგლისური კლუბი – “მანჩესტერ სიტი” და ლონდონის “ჩელსი” დატოვებს.
როგორც ირკვევა, ამ კლუბების ხელმძღვანელებმა სუპერლიგის ორგანიზატორებს უთხრეს, რომ მათ ახალ ლიგაში ყოფნის სურვილი არ აქვთ. ახლა ეს ორივე კლუბი დოკუმენტებს ამზადებს.
დღეს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ბრაიტონს” დაუპირისპირდება. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე “სტემფორდ ბრიჯთან” “ჩელსის” ფანები შეიკრიბნენ, რომლებმაც სუპერლიგის იდეა გააპროტესტეს.
The moment Chelsea fans found out their club has requested to withdraw from the ESL pic.twitter.com/X7xSCSPbeP
— The Kick Off (@thekickofftg) April 20, 2021
Chelsea fans react to their club u-turn on Super League.
— Stan Collymore (@StanCollymore) April 20, 2021