ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე კვირას იუქმებს
ყაზანის “რუბინმა” ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
“ხვიჩა კვარაცხელიას რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.
“ურალთან” მატჩის დროს კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და მწვრთნელმა ის შეცვალა. დიაგნოსტირების შემდეგ, მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაზიანება გამოვლინდა, რის აღდგენას 3 კვირა დასჭირდება”, – წერია განცხადებაში.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარასთვის სეზონი დასრულებული იყო.