ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ – რაზე ოცნებობს ქართული ფეხბურთის იმედი?

თარიღი: აპრილი 23, 2021

უცხოურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ ვრცელდება, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი არაერთ საინტერესო საკითხზე აფიქსირებს პოზიციას. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ხვიჩას “ბაიერნში”, “იუვენტუსში”, “მილანში”, “ნაპოლისა” და სხვა ევროპულ გრანდებში უწინასწარმეტყველებენ კარიერის გაგრძელებას.

– ხვიჩა, შენ თბილისში დაიბადე, მაგრამ ბავშვობა სამეგრელოში გაატარე. მოგვიყევი საქართველოს ამ კუთხის შესახებ, რას ნიშნავს ის შენთვის?

– ეს ჩემი სამშობლოა. ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოს ვსტუმრობ, ვცდილობ სამეგრელოშიც წავიდე. ჩვენი ქვეყნის ყველა სტუმარს ვურჩევ, რომ ეს ადგილი მოინახულოს. საქართველო გეოგრაფიული თვალსაზრისით მრავალფეროვანია, არის როგორც მთები, ასევე დაბლობები. იქ შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს: ბევრს მუშაობენ, ცდილობენ რაღაცების გაზრდას, ფერმებიც აქვთ.

– მეგრელი ხარ?

– დიახ, ამაზე ჩემი გვარის დაბოლოებაც მეტყველებს. მეგრელებს სხვებისგან განმასხვავებელი თავისებურებები გვაქვს. მაგალითისთვის, მეგრული სამზარეულო, სადაც გამორჩეული კერძი გვაქვს – ელარჯი. სამეგრელო ძალიან ლამაზი ადგილია, ყველას ვურჩევ მის მონახულებას. საქართველოს ყოველი რეგიონი თავისებურად ლამაზია. ამიტომაც არის, რომ ტურისტები მაქსიმალურად ცდილობენ ქვეყნის ყოველი კუთხის ნახვას. ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება.

– ფეხბურთში პირველი ნაბიჯები თბილისში გადადგი?

– დაახლოებით ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ეზოში ფეხბურთის თამაში დავიწყე. სახლიდან დილით გავდიოდი და საღამოს ვბრუნდებოდი. რვა წლის ვიყავი, როდესაც საბავშვო აკადემია “ავაზაში” ჩავირიცხე, 11 წლისას კი თბილისის “დინამოს” სისტემაში აღმოვჩნდი.

– საშიში იყო საქართველოს წამყვან საფეხბურთო სისტემაში გადასვლა?

– რა თქმა უნდა, სრულად ვაანალიზებდი, რომ “დინამო” უდიდესი ისტორიის მქონე კლუბი იყო, თუმცა იქ გადასვლა ჩემში მხოლოდ სიამოვნებას იწვევდა.

– ბავშვობაში უფროსებთან ერთად თამაშობდი? ფეხებში ხომ არ გირტყამდნენ, როდესაც უგებდი?

– დიახ, მაგრამ ისინი პროფესიონალები არ იყვნენ – მოყვარულები. ზოგი მათგანი ოცი წლისაც კი იყო. ფეხებშიც მხვდებოდა, თუმცა ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება გამოდგა.

– სლუცკიმ თქვა, რომ ვარჯიშზე აჯარიმებს ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც გამუდმებით მინდორზე წევს და სამედიცინო დახმარებას ითხოვს.

– პირველ ჯერზე არ დავუჯარიმებივარ, მაგრამ ასეთი პრაქტიკა ნამდვილად არსებობს. შეჯახების შემდეგ ყველანი ვცდილობთ, რომ მაშინვე წამოვდგეთ. თუ არ მოუკლიხართ, უნდა წამოდგე.

– ბავშვობაში როგორ საფარზე თამაშობდი?

– ასფალტზე გვიწევდა თამაში. შემდეგ კარგი მოედანი გაგვიკეთეს, მინდვრის საფარით. თუმცა, როდესაც უფროსები თამაშობდნენ, ჩვენ მაინც ასფალტზე გვიწევდა გადასვლა. ყველა ჩვენგანს გადატყავებული გვქონდა მუხლები.

– “დინამოს” ძირითად გუნდს 15-16 წლის ასაკში შეუერთდი. როგორი იყო პირველი ვარჯიში მთავარ გუნდთან ერთად?

– თავდაპირველად ძალიან მიჭირდა. 15 წლის ასაკში უფროსებთან თამაში ძალიან დიდი დატვირთვა იყო. მაგრამ ყველაფერს ვეჩვეოდი. თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო, უნდა შეეჩვიო ზეწოლას.

– იქ იყო კიდევ ერთი ტალანტი, რომელთანაც “რუბინშიც” თამაშობდი – ზურიკო დავითაშვილი. საქართველოში დამეგობრდით?

– მას 11 წლიდან ვიცნობ. როდესაც პატარები ვიყავით, სულ ერთად ვთამაშობდით. თუ მასთან ერთად ვარ მოედანზე, ყველაფერი კარგად მიდის. მინდორზე მის ყოფნას ძალიან კარგად ვგრძნობ, ვიცი სად არის და როდის აპირებს პასის გაკეთებას. ის ნიჭიერი ბიჭია და მჯერა, რო მდიდ კლუბში თამაშს შეძლებს.

– “რუბინს” რომ საქართველოს ჩემპიონატში ეთამაშა, რა მოხდებოდა?

– რა თქმა უნდა, “რუბინი” გაიმარჯვებდა. თუმცა საქართველოშიც არის კარგი გუნდები. მაგალითისთვის, თბილისის “ლოკომოტივმა” ევროპა ლიგიდან მოსკოვის “დინამო” გამოაგდო.

– “დინამოდან” “რუსთავში” გადახვედი, რამ გამოიწვია ეს?

– ჩემმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, შექმნა ის გუნდი. მითხრეს, რომ მეტი სათამაშო დრო და პერსპექტივა მექნებოდა. რუსთავი თბილისიდან 40 წუთის სავალ მანძილზე დაშორებული ქალაქია. თუმცა იმ დროს “რუსთავს” თავისი სტადიონი არ ჰქონდა და თბილისში ვმართავდით მატჩებს.

– როგორი მდგომარეობაა საქართველოში, ფანებთან მიმართებით?

– მატჩებს ძალიან ცოტა გულშემატკივარი ესწრება, თუმცა მათი კარგად გვესმის. არის კლუბები, რომელთაც კარგი ფანბაზა ჰყავთ – მაგალითისთის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო”.

– მამათქვენი, ბადრი კვარაცხელია, ყოფილი ფეხბურთელია. ის თქვენი პირველი მწვრთნელი იყო. რა გახსოვთ მისი კარიერის შესახებ?

– ის ჩემი პირველი მასწავლებელი იყო, მაგრამ ფეხბურთის თამაში არასდროს დაუძალებია ჩემტვის. ყველაფერს ჩემი სურვილიდან გამომდინარე ვაკეთებდი. მამაჩემს აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბევრი გოლი ჰქონდა გატანილი და ნაკრებშიც კი აქვს ნათამაშები. მე არაფერი მახსოვს, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ იმ მატჩების ჩანაწერები ნანახი მაქვს. როდესაც პატარა ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ მესი და რონალდუ საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ მე ვთვლიდი, რომ მამაჩემი მათზე უკეთ თამაშობდა.

– რატომ თამაშობდა ის აზერბაიჯანის ნაკრებში? ახლა საქართველოში ცხოვრობს?

– რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია. ალბათ, ეს მისი პირადი გადაწყვეტილბა იყო. მამამ სამწვრთნელო კარიერა ჯანმრთელობის პრობლემების გამო რამდენიმე წლის წინ დაასრულა. უმჯობესი იქნება, თუ სახლში იქნება და ჩემ თამაშებს უყურებს.

– სლუცკის მოსვლის შემდეგ “რუბინი” ქართველმა ფეხბურთელებმა დატოვეს. ამან შენზე ცუდად იმოქმედა?

– ადრე სულ ზურიკოსთან ვიყაი, მისი წასვლის შემდეგ კი მარტო დავრჩი. ახლა რუსულად უფრო მეტს და კარგად ვსაუბრობ. ზურიკომდე ნიკა ყიფიანი მყავდა. რუსულის მასწავლებელიც მყავდა. პირველ გაკვეთილზე ყველაფერი გასაგები იყო, თუმცა როდესაც გრამატიკის განხილვაზე გადავედით, ყველაფერი გართულდა.

– სკოლაში რუსულ ენას არ გასწავლიდნენ?

– მესამე კლასის შემდეგ საქართველოში მოსწავლეებს რუსულსა და ინგლისურ ენას ასწავლიან.

– ანუ ცუდი მოსწავლე იყავი?

– არა, კარგად ვსწავლობდი მეცხრე კლასამდე. შემდეგ კი ვარჯიშებზე გადავერთე და სკოლაში აღარ დავდიოდი. დღეს საქართველოში თინეიჯერებმა რუსული არ იციან.

– როგორია რუსეთის მიმართ ზოგადი დამოკიდებულება საქართველოში შენი თაობის მხრიდან?

– ეს პოლიტიკური შეკითხვაა. ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს.

– ვინ არის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში?

– ვფიქრობ, კახა კალაძე. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. თავდამსხმელებიდან კი გიორგი ქინქლაძე. ის ისეთივე ნიჭიერი იყო, როგორც მესი, თუმცა რეალიზება ვერ შეძლო. ვფიქრობ, მას “ოქროს ბურთის” მოგებაც შეეძლო. ასევე ძალიან დიდი ფეხბურთელები არიან ძმები არველაძეები და თემურ ქეცბაია.

– წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია: ლეონიდ სლუცკი რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა და შენ ჩვენს ნაკრებში მოგიწვია. რას უპასუხებდი?

– მე ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი ქვეყნის ნაკრებში ვითამაშებდი. დიახ, საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ნაკლებია, მაგრამ ეს ჩემი სამშობლოა. რაიან გიგსმა უელსის ნაკრებში ითამაშა და დიდ ტურნირზე ვერ მოხვდა, შემდეგ კი გარეტ ბეილმა უელსი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ყველას საკუთარი გზა აქვს.

– ყოველ კვირა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენი ტრანსფერით ახალი ევროპული კლუბი ინტერესდება. რომელ კლუბში თამაშზე ოცნებობ?

– ბავშვობიდან მადრიდის “რეალს” ვგულშემატკივრობ. თუმცა კონკრტულ კლუბში გადასვლაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ.რაც შეეხება ამ კლუბებს, ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო და მხოლოდ “რუბინის” მომავალ მატჩებზე ვკონცენტრირდე.

– კრიშტიანუ რონალდუ თუ ლეო მესი? და ვინ არის მესამე საუკეთესო ფეხბურთელი?

– ჩემთვის რონალდუ საუკეთესოა. მესი ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ის უკეთსი ფეხბურთელია, უდავოდ ნომერ პირველია. მაგრამ რონალდუ ნომერ პირველია, როგორც სპორტსმენი. რაც შეეხება მესამეს, ნეიმარს ან მბაპეს დავასახელებდი. ისინი ძალიან ახლოს არიან “ოქროს ბურთის” მოგებასთან.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა