“სამგურალმა” “დინამო” დამაჯერებლად დაამარცხა
წყალტუბოს “სამგურალმა” “დინამოს” 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და მეტოქე 2-0 დაამარცხა. ანგარიში 44-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ გახსნა. ლუქმან გილმორმა მოედნის ცენტრში ბაქარ ქარდავას დაასწრო, ბურთი წინ გაუშვა, სადაც პაპავას კუხიანიძემ გაასწრო და მიგინეიშვილს საჯარიმოდან შეუსრულა.
მე-2 ტაიმში ბურთს “დინამო” ფლობდა, მაგრამ თბილისელებმა გათანაბრება ვერ შეძლეს და ბოლო წუთზე კონტრშეტევის დროს ბუხაიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გოლი მაისურის გახდით აღნიშნა და მე-2 ყვითელი ბარათიც მიიღო.
“დინამომ” კარში ზუსტად ვერცერთხელ დაარტყა, თუმცა კლუბს ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლდა და უმეტესად, ნემსაძეს მოედანზე აკადემიის მოთამაშეები ჰყავდა.
სამგურალი 2-0 დინამო თბილისი
გოლი: კუხიანიძე 44, ბუხაიძე 95
სამგურალი: ქვილითაია – მჭედლიშვილი (ბანძელაძე 65), პატარკაციშვილი, ქურდაძე, კალანდარაშვილი – ბურჯანაძე, გილქმორი – დოლიძე (კირკიტაძე 65), ფონიავა (კიკაბიძე 83), ვერულიძე (ლექვთაძე 46) – კუხიანიძე (ბუხაიძე 83)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო: მიგინეიშვილი – კუცია (კასტრო 82), მონხილი, პაპავა, კობოური, ხარაბაძე, გაგნიძე (მორჩილაძე 66), მექვაბიშვილი – ქარდავა, აბუაშვილი (ახვლედიანი 66), მარუშიჩი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
წითელი ბარათი: ბუხაიძე 94