“ტორპედოში” ლეგენდა ბრუნდება!
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის “ტორპედოს” უახლოეს დღეებში კვლავ კახა ჩხეტიანი ჩაიბარებს.
აშვეთიას წასვლის შემდეგ “ტორპედოს” ხელმძღვანელობა კახასთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს და ხუთშაბათამდე ჩხეტიანს ოფიციალურად წარადგენენ.
კახა ბოლოს “დინამო თბილისს” წვრთნიდა, სადაც “ტორპედოდან” გადავიდა. 2020 წლის აგვისტოში “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ “ტირანასთან” 0-2 დამარცხდა და ჩხეტიანმა წასვლა გადაწყვიტა. მას შემდეგ უმუშევარია.
ჩხეტომ “ტორპედოსთან” ერთად ჩემპიონატი, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო, ევროპა ლიგაზე კი პლეიოფში გააღწია. შემდეგ იყო ძალიან მძიმე ფინანსური პერიოდი, რომელიც დღესაც გრძელდება.
კლუბი გუშინ ბათუმის “დინამოსთან” ბაბუნაშვილმა გაიყვანა და ქაფიანიძის გოლით მატჩი 1-1 დასრულდა. “ტორპედოს” 6 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება.