თემურ ქეცბაია საავადმყოფოში გადაიყვანეს
“ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ნიქოზიის “ოლიმპიაკოსთან” გამართული მატჩის (0:2) შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ირკვევა, ქართველი სპეციალისტი “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრის დაწყებამდე თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა საავადმყოფოში გამოკვლევებზე თამაშის დასრულების შემდეგ მივიდა.
თემურ ქეცბაიას მეუღლემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“რადგან ყველანი მეკითხებით, მინდა გაცნობოთ, რომ თემური მატჩის დაწყებამდე ავად იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ მას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა. ახლა ის თავს უკეთ გრძნობს. მადლობა”, – დაწერა კატერინა ქეცბაიამ.
თემურ ქეცბაიას მდგომარეობას “ანორთოსისიც” გამოეხმაურა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი მწვრთნელი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.