გვარდიოლას პირველი კომენტარი “პარი სენ-ჟერმენის” დამარცხების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში “პარი სენ-ჟერმენი” საშინაო არენაზე “მანჩესტერ სიტისთან” დამარცხდა (1:2). მატჩის შემდეგ ბრიტანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრესასთან ისაუბრა.
“თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა გოლი გავუშვით. ძალიან დიდ ზეწოლას ვგრძნობდით, რაც დაგვეტყო კიდეც. ბევრი მათგანისთვის ეს პირველი ნახევარფინალია კარიერაში. მათ სურდათ, რომ რაც შეიძლება კარგად ეთამაშათ.
ტაიმის ბოლო ათი წუთი არც თუ ისე ცუდი იყო. შესვენების შემდეგ კი ყველა ასპექტში ვბრწყინავდით. გასვლაზე ორი გოლის გატანა მოვახერხეთ, რაც დიდებული შედეგია. 6 დღეში კიდევ ვითამაშებთ.
ზოგჯერ უბრალოდ უნდა დაისვენო და შენი თავი იყო. ის, რაც პირველ ტაიმში მოხდა, სავსებით ნორმალურია. მბაპეს, ნეიმარისა და დი მარიას წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არ არის,” – აცხადებს პეპ გვარდიოლა BT Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.