ზიდანი: “მეტოქეების მარცხი სიამოვნებას არ მანიჭებს”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, “ოსასუნასთან” გასამართი მატჩის წინ ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე ისაუბრა.
“ჩვენთვის მთავარი რაც შეიძლება მეტი ქულის დაგროვებაა. ამ დროისთვის ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ოთხი კლუბი იბრძვის და მჯერა, რომ სეზონის ბოლომდე ასე იქნება.
ჩვენთან ერთად კიდევ სამი კლუბი იბრძვის და ამ ბრძოლაში თითოეულ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. მინდა, მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყოთ კონცენტრირებულები.
ლა ლიგა წარმოუდგენლად რთული ჩემპიონატია. ჩვენი მეტოქეების მარცხი სიამოვნებას არ მანიჭებს. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.