მინო რაიოლამ ევროპის სუპერლიგის იდეა გაამართლა
ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა აგენტმა, მინო რაიოლამ, ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეა მოიწონა და ჩემპიონთა ლიგის უარყოფით მხარესაც გაუსვა ხაზი.
– არ თვლით, რომ სუპერლიგის შექმნა ფეხბურთის ამრიკელებისთვის მიყიდვას ნიშნავს?
– რატომ ყიდულობენ ამერიკელები ევროპულ კლუბებს? რატომ არ ყიდულობენ ევროპელები თავიანთ კლუბებს? ევროპელებს არ უყვართ სპორტში ინვესტირება. თუ ევროპულ კლუბს იყიდი, შენ გარშემო ყველა იფიქრებს, რომ გაგიჟდი. ამერიკელები კი პირიქით, ყიდულობენ ისეთ კლუბებს, როგორებიც “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან და კონკრეტული გეგმით აღწევენ წარმატებებს.
როგორ შეიძლება თქვა, რომ “იუნაიტედი”იყიდე, თუმცა ამერიკული მენტალიტეტის დანერგვის უფლება არ გაქვს. MLS, NFL და NBA სუპერლიგის ანალოგიური ფორმატით არის შექმნილი. ქუჩაში გამოსული ადამიანები, რომლებიც სუპერლიგას აპროტესტებენ, NBA-ს ყურებით სიამოვნებას არ იღებენ? “ფორმულა-1”-ის ხომ არ არის ღია ჩემპიონატი?
ჩემპიონთა ლიგა და ფინანსური ფეარ-პლეი დიდ და პატარა კლუბებს შორის განსხვავებას უფრო ზრდიან. მაგალითისთვის, ესპანეთში ექვსი კლუბია, რომელიც ყოველთვის გადიან ევროსარბიელზე და დააახლოებით 100 მილიონ ევროს იღებენ. ეს არ ზრდის პატარა კლუბებთან სხვაობას?