“მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორდზე” ფანების შეჭრას ეხმაურება
პრემიერ ლიგის 34-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ჩაიშალა. “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის გასამართი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე “ოლდ ტრაფორდზე” მანჩესტერელი გულშემატკივრები შეიჭრნენ.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მოედანზე შეჭრილი ფანები კლუბის მფლობელების წასვლას ითხოვენ. ამის გამო მატჩი გადაიდო და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება.
“პოლიციასთან, პრემიერ ლიგის წარმომადგენლებთან, ქალიქის ხელისუფლებასთან და კლუბებთან შემდგარი დისკუსიის შედეგად “ლივერპულთან” გასამართი მატჩი გადაიდო უსაფრთხოების დაცვის მიზნით. აღდგენის თარიღს პრემიერ ლიგა შეგვატყობინებს.
ჩვენი გულშემატკივრებს ძალიან უყვართ “მანჩესტერ იუნაიტედი” და სრულად ვიაზრებთ, რომ მათ მშვიდობიანი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები გააჩნიათ.
თუმცა, ვწუხვართ და ვნანობთ, რომ ყოველივე ამან ფანებს, შტაბსა და პოლიციას საფრთხე შეუქმნა. მადლობას ვუხდით პოლიციას მხარდაჭერისთვის და მათთან თანამშრომლობას ვაპირებთ,” – ვკითხულობთ განცხადებაში.