ბათუმის “დინამომ” 7000 გულშემატკივრის წინ “დინამო თბილისს” მოუგო
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმის ახალ არენაზე გაიმართა, რომელსაც 7 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. “დინამო ბათუმმა” “დინამო თბილისის” 1-0 დაამარცხა და ჩემპიონატის სათავეში მოექცა.
ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. მაღალ ბურთზე პაპავამ კარგად ვერ ითამაშა და ფანცულაიასგან ბურთი ჯიღაურს მიუვიდა, რომელმაც კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა.
მე-2 ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტები ნაკლებად შექმნეს და ბათუმელებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღეს, რითაც 25 ქულა დაუგროვდათ და პირველ ადგილზე გადაინაცვლენ.
63-ე წუთზე თბილისის რიგებში დებიუტი ჯანო ანანიძეს ჰქონდა, რომელსაც აჭარელი გულშემატკივარი სტვენით შეხვდა.
დინამო ბათუმი 1-0 დინამო თბილისი
გოლი: ჯიღაური 42
ბთ: კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიზე, აზაცკი, ნავალოვსკი (მანჯგალაძე 66) – მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ზარია 76), ჯიღაური, ტეიდი, გროზურეკი (აზაროვი 58) – ფანცულაია (შინდაგორიძე 66)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
თბ: კვასხვაძე – მონხილი, პაპავა, ხვადაგიანი, სპორსკლედე, კობოური – რადინი, მექვაბიშვილი (კუცია 71), ქარდავა (ანანიძე 63) – გაბედავა (ახვლედიანი 59), მარუშიჩი (კეიტა)