სანიოლი: “პირველი, ვისაც დავუკავშირდი, გიორგი მიქაუტაძე იყო”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა.
ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, პირველი ფეხბურთელი, ვისაც ის დაუკავშირდა, გიორგი მიქაუტაძე იყო.
“ყოველთვის შესამჩნევია, როცა ფეხბურთელს ისეთი კარგი დონის საფეხბურთო ქვეყანაში, როგორიც ბელგიაა, ბევრი გოლი გააქვს. არ აქვს მნიშვნელობა პირველი დივიზონი იქნება თუ მეორე. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებში ჩემი მუშაობის საკითხი გადაწყდა, მიქაუტაძე პირველი ფეხბურთელი იყო, ვისაც დავუკავშირდი. მას ვუამბე ჩემი პროექტის შესახებ. ის საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ მზად იყო”, – განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე “სერენს” ბელგიის უმაღლეს ლიგაში აღზევებაში დაეხმარა. ის ფრანგული “მეცის” საკუთრებაა.