“მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი მე-4 ლიგაში თამაშობს
“დინამო თბილისის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, ფილიპ ორშულა მე-2 გუნდში თამაშობს და ისიც, ძირითადად შეცვლაზე.
მე-4 ლიგაში “დინამო 2-მა” “ბეთლემი” სტუმრად 0-2 დაამარცხა და ორშულა მოედანზე 53-ე წუთზე შევიდა.
სლოვაკი ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტის” აკადემიის აღზრდილია და თბილისში ვლადიმერ ვაისის რეკომენდაციით 2020 წელს ჩამოვიდა, თუმცა მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
გავრცელებული ცნობით, ორშულას კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო კონტრაქტი აქვს, არც ტრავმა აქვს, თუმცა თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ მე-4 ლიგაში ეძლევა. შესაძლოა, “დინამოს” არ აწყობს კონტრაქტის გაწყვეტა და არც მოთამაშეს სურს ეს.
28 წლის ფეხბურთელი “დინამოში” “სპარტაკ ტრნავად” გადმოვიდა, როცა მისი ღირებულება 250 ათასი ევრო იყო, ახლა კი 100 ათას ევროდ ფასობს.
თავის მხრივ, “დინამო 2” მე-4 ლიგის ერთპიროვნული ლიდერია და 6 მატჩში 6 მოგება აქვს.