დათუნაშვილი: “საქართველოში ბევრი პრობლემა მქონდა”
სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს კომენტარი მისცა.
დათუნაშვილმა მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ დავით ჩაკვეტაძესთან გამარჯვებაზე ისაუბრა. ის რამდენიმე სიტყვით საქართველოს დატოვების საკითხსაც შეეხო.
“ჩაკვეტაძის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა რთული იყო. მეც და ისიც ქართველები ვართ. როცა ახალგაზრდები ვიყავით, ერთად ვვარჯიშობდით. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ტურნირზე ერთმანეთს დავუპირისპირდით. საქართველოში ბევრი პრობლემა მქონდა, მაგრამ სერბეთმა მიმიღო. მათ ამისათვის მადლობას ვუხდი”, – ციტირებს დათუნაშვილის სიტყვებს uww.org-ს.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის მოჭიდავე აპრილში, სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა. 8 მაისს მან ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 87კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.