ორი ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან და შინ შოტლანდისთან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივლისში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ორი ტესტ-მატჩს გამართავს. შეხვედრები 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკაში ჩატარდება.
ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით. აქამდე “ბოკეს” ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. მეტოქემ 46:19 მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო თასზე პირველი ლელო (დავით დადუნაშვილი) გაიტანა!
სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე, “ბორჯღალოსნები” 26 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ასევე, საქართვეოს ნაკრები 17 ივლისს შოტლანდიას უმასპინძლებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ზაფხულში ზედიზედ სამ ტესტ-მატჩს გამართავს ტიერ1-ის ნაკრებებთან.
26 ივნისი: საქართველო – ბელგია/ნიდერლანდები
3 ივლისი: სამხრეთ აფრიკა – საქართველო
10 ივლისი: სამხრეთ აფრიკა – საქართველო
17 ივლისი: საქართველო – შოტლანდია