რამდენი დოზა ვაქცინა დასჭირდება ეროვნული ლიგის სრულად აცრას?
კოპა ამერიკისთვის კომენბოლი სერიოზულად ემზადება და ფეხბურთელებს ჩინური ვაქცინით აცრიან, რათა ტურნირი მაქსიმალურად უსაფრთოდ ჩატარეს. ამისთვის, ორგანიზაციამ 50 ათასი დოზა ვაქცინა უკვე შეიძინა. აცრას ლეო მესი, კავანი, სუარესი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები ჩაიტარებენ.
საქართველოში 11 მაისს კორონავირუსის 1800 შემთხვევა გამოვლინდა და შეუძლებელია, ინფიცირებულებს შორის ფეხბურთელებიც არ იყვნენ. გუნდებს ტურების მიხედვით წამყვანი ფეხბურთელები აკლდებოდათ.
გუშინ შოთა და აჩი არველაძეები აიცრნენ, რითაც პირველი მაგალითი მისცეს ფეხბურთელებს. საჭიროა, როგორც სხვადასხვა სექტორი ორგანიზებულად აპირებს აცრას, ასევე, საფეხბურთო გუნდებიც ორგანიზებულად აიცრნან. მაგალითად, ჩინური სინოვაკით, რომელსაც სულ მალე ლეო მესიც გაიკეთებს.
ეროვნულ ლიგაში 10 გუნდი თამაშობს. გუნდში 30 მდე ფეხბურთელის გარდა, დაახლოებით 100 მდე თანამშრომელია. თითქმის ყველა ვაქცინა ორ დოზიანია. შესაბამისად, ელიგის სრულად ვაქცინაციას 2000 დოზა დასჭირდება. ეროვნული ლიგიდან მე-4 ლიგამდე კი პროცესს 10 000 მდე დოზა.
რა თქმა უნდა, მათთან ერთად სამსაჯო კორპუსი და თვითონ ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან კამპანიაში.