კლოპმა მანეს საქციელზე კომენტარი გააკეთა
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ლივერპულელებმა “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორდზე” 4:2 დაამარცხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სადიო მანემ იურგენ კლოპისათვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა.
“პრობლემა არ არის. ჟოტას ძირითად შემადგენლობაში დაყენების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ, გვიან მივიღე. როგორც წესი, ამას ფეხბურთელებს ვუხსნი ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში დრო აღარ იყო. ბოლო ვარჯიშზე რაღაცები შევცვალე. ჩემი ბიჭები მიჩვეულები არიან იმას, რომ მათ ყველაფერს ვუხსნი. დავივიწყოთ. ყველაფერი კარგადაა”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.Com.
შეგახსენებთ, რომ სადიო მანე “იუნაიტედთან” შეხვედრაში სათადარიგოთა რიგებში იყო და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო.