ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” “საბურთალო” 4-1 გაანადგურა!
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში “დინამო ბათუმმა” “საბურთალო” მიიღო და 4-1 გაანადგურა. ანგარიში მე-6 წუთზე უძლიერესი დარტყმით ლაშა შინდაგორიძემ გახსნა, რომელმაც თითქმის ცენტრიდან დაარტყა და ძელს გაარტყა. ბურთი კარის ხაზზე დაეცა და მეკარე გოშაძემ დაიჭირა. მსაჯმა ყრუაშვილმა გოლი ჩათვალა, თუმცა არასწორად, რადგან ბურთს ხაზი არ გადაუკვეთია.
ანგარიში 42-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ ულამაზესი თავური დარტყმით გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
მე-2 ნახევარში ბათუმელები აქტიურობდნენ და კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ხელზე გიორგი კოხრეიძეს მოხვდა. პენალტთან ლადო მამუჩაშვილი მივიდა, რომელმაც უძლიერესად დაარტყა, გოშაძემ კუთხე გამოიცნო, მაგრამ ვერ აიღო.
“საბურთალოს” მწვრთნელმა 4 ცვლილება განახორციელა 59-დან 67-ე წუთამდე, თუმცა 72-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ “დინამო” 2-ბურთით დააწინაურა.
78-ე წუთზე საბოლოო წერტილი შეცვლაზე შემოსულმა გიული მანჯგალაძემ დასვა – 4:1.
თბილისის “დინამომ” მძიმე ბრძოლაში “თელავი” 1-0 დაამარცხა. 65-ე წუთზე ერთადერთი გოლი საბა ხვადაგიანმა შეაგდო.
“ლოკომოტივმა” “სამტრედიას” 3-1 მოუგო. დუბლი იმრანმა დადო, იაკობიძემ მუკბანიანის პასით გაიტანა. სამტრედიელებიდან მხოლოდ კვირკვია გამოირჩა.
“ტორპედომ” ზედიზედ მე-2 მატჩში იმარჯვა. ამჯერად ქუთათურებმა გორის “დილა” ფადი ზიდანის გოლით ძლიეს.
წყალტუბოს “სამგურალს” მხსნელად კვლავ სერგო კუხიანიძე მოევლინა. სერგოს ბურთით “შუქურასთან” 3 ქულა აიღეს.