“ჯენოას” ფეხბურთელის მამა “რომას” ბაზაზე შეიჭრა და მანქანები დააზიანა
ჯანლუკა სკამაკას მამა გუშინ ღამით “რომას” ბაზაზე შეიჭრა და რკინის არმატურით ხუთამდე მანქანა დააზიანა. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Messaggero ადასტურებს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ჯანლუკას მამა ტრიგორიაზე “სასუოლოს” ფორმით შევიდა. ადგილზე პოლიცია მალევე მივიდა და “ჯენოაში” განათხოვრებული ფეხბურთელის მამა მალევე დააკავეს.
სკამაკა, რომელსაც იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები, “რომას” რიგებში 2012-15 წლებში ირიცხებოდა. ის “პსვ”-სა და “სასუოლოში” გახლდათ განათხოვრებული ამ პერიოდის მანძილზე.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა პირმა “რომას” სპორტული დირექტორის, ტიაგო პინტოს, მანქანაც დააზიანა.