“რივერ პლეიტის” ნახევარმცველი კარში ჩადგა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა (ვიდეო)
20 მაისს, ლიბერტადორესის თასის D ჯგუფში “რივერ პლეიტი” საკუთარ მოედანზე “ინდეპენდიენტე სანტა ფეს” დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.
“რივერ პლეიტი” ამ შეხვედრას ურთულესი მდგომარეობით შეხვდა. გუნდის 20 ფეხბურთელს კოვიდ-19 აქვს, რამდენიმეს კი ტრავმა აწუხებდა. მასპინძლებმა განაცხადის შესავსებად 11 მოთამაშე მოაგროვეს და რაც ყველაზე მთავარია, თერთმეტეულში არ ჰყავდათ მეკარე. საბოლოოდ, კარში 35 წლის ნახევარმცველი ენცო პერესი ჩადგა.
საბოლოო ჯამში, “რივერისათვის” ყველაფერ კარგად დასრულდა, მთავარი ამბავი კი ისაა, რომ ენცო პერესი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
🔝 An unforgettable night for @RiverPlate and Enzo Pérez!
🔴⚪🧤 The midfielder put on the gloves and earned #BestOfTheMatch honors as #River topped @SantaFe. pic.twitter.com/z8SghkbYFd
— CONMEBOL Libertadores (@TheLibertadores) May 20, 2021