“ლოკომოტივმა” ბათუმის “დინამო” დაამარცხა
ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ლოკომოტივმა” “დინამო ბათუმი” მიიღო და 2-1 დაამარცხა. ანგარიში მე-3 წუთზე პენალტის ნიშნულიდან ლადო მამუჩაშვილმა გახსნა და მას შემდეგ, მამარდაშვილმა გოლის გატანა არავის დაანება. 35-ე წუთზე გურამ კაშიამ გაათანაბრა, რომელმაც სეზონში მე-4 გოლი შეაგდო და დაცვაშიც ძალიან მაგრად იდგა. მე-2 ტაიმში “ლოკო” უპირატესობას დაეუფლა და სიხარულიძემ ვარდნაში მე-4 მცდელობის შემდგომ კუპატაძეს მაინც შეუგდო.
დარჩენილ დროში “ლოკომ” მეტოქეს არაფერი დაუთმო და ბათუმელებმაც შტურმის მოწყობა ვერ შეძლეს.
“ლოკომოტივმა” ზედიზედ მე-3 მატჩში იმარჯვა და “დინამოს” მოგებათა სერია შეწყვიტა. დღეს 10 წუთში გორის “დილა” “დინამო თბილისს” მასპინძლობს და თუ თბილისი 1 ქულას მაინც აიღებს, პირველ ადგილზე გადავა.
ლოკომოტივი 2-1 დინამო ბათუმი
გოლები: კაშია 35, სიხარულიძე 62 – მამუჩაშვილი 3 (პ)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი – გაბაძე, კაშია, სანდოხაძე, უბილავა – დარცმელია, შონია – კირკიტაძე (იაკობიძე 87), სამურკასოვი (გავაშელიშვილი 78), იმრანი (ანდრონიკაშვილი 87) – სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
დინამო: კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი – ალთუნაშვილი (სანოგო 69), მამუჩაშვილი – ფანცულაია (ზარია 75), ჯიღაური, გროცურეკი (შინდაგორიძე 54) – ნიქაბაძე (მანჯგალაძე 54)
მთავარი მწვრთნელი: