დღეს ორივე “დინამო” დამარცხდა! – დემჩენკომ ნემსაძეს მოუგო
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ორივე “დინამო” დამარცხდა. 2 საათით ადრე ბათუმის “დინამომ” “ლოკომოტივთან” 2-1 დათმო, რამდენიმე წუთის წინ კი თენგიზ ბურჯანაძეზე “დინამო თბილისმაც” წააგო. გორის “დილამ” 2 უპასუხო ბურთი გაიტანა. 70-ე წუთზე ჯერ ღუდუშაურმა შეაგდო, შემდეგ კი ბიძინაშვილმა 2-0 დააფიქსირა.
გიორგი ნემსაძემ 5 შეცვლა განახორციელა, მაგრამ უშედეგოდა და “დილამ” დემჩენკოს ხელმძღვანელობით ყოფილი მწვრთნელი, ნემსაძეც დაამარცხა.
შესაბამისად, “დილა” მე-3 ადგილზე რჩება და ლიდერებთან სხვაობას 6 ქულამდე ამცირებს, “ლოკოს” 24 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა.
დილა 2-0 დინამო თბილისი
გოლები: ღუდუშაური 70, ბიძინაშვილი 74
დილა: გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი, ჭიჭინაძე, ეტოუ, სილვა – მოსიაშვლი, ნონდი, ბიძინაშვილი (მადინგა 90) – ღუდუშაური (წოწონავა 80), კაპანაძე (სანტოსი 90), კამარა (ბუღრიძე 75)
მთავარი მწვრთნელი: დემჩენკო
დინამო: კვასხვაძე – სპორსკლედე (მორჩილაძე 73), ხვადაგიანი, ბენიო, კობოური, ხარაბაძე (მონხილი 59) – პაპავა (მექვაბიშვილი 59), კუცია (ქარდავა 59), რადინი – ახვლედიანი, მარუშიჩი (გაბედავა 73)
მთავარი მწვრთნელი: ნემსაძე