გვარდიოლა: “აგუერო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან ითამაშებს”
“მანჩესტერ სიტიმ” და კუნ აგუერომ სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს. “ევერტონთან” მოგებულ მატჩში (5:0) არგენტინელმა შემტევმა დუბლის გაფორმება შეძლო, “ქალაქელებმა” კი ჩემპიონობა შესაფერისად იზეიმეს.
მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა “სიტის” ლეგენდის, კუნ აგუეროს, მომავალზე ისაუბრა. აგუერო ძალიან ახლოს არის “ბარსელონაში” გადასვლასთან.
“ალბათ, საიდუმლოს ვაცხადებ. ძალიან დიდია იმის შანსი, რომ აგუერომ ჩემი გულის კლუბთან, “ბარსელონასთან”, გააფორმოს ხელშეკრულება.
აგუერო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან, ლეო მესისთან, ერთად ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, რომ მას იქ ყველაფერი მოეწონება. აგუეროსთან ერთად “ბარსელონა” უფრო ძლიერი გახდება,” – აცხადებს გვარდიოლა, რომელიც კატალონიურ კლუბს 2008-12 წლებში წვრთნიდა.
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს, მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, აგუერო “ბლაუგრანასთან” ხელშეკრულებას 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.