ოფიციალურად: გერმანიის ნაკრებს ჰანსი ფლიკი გაწვრთნის
გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჰანს ფლიკი ჩაიბარებს. 56 წლის სპეციალისტი “ბუნდესნაკრებში” 2024 წლის ჩათვლით იმუშავებს.
საზოგადოებისათვის უკვე მარტში იყო ცნობილი, რომ გერმანიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლებოდა, რადგან იოაჰიმ ლიოვი დაკავებულ თანამდებობას ევრო 2020-ის შემდეგ დატოვებდა.
ჰანს-დიტრ ფლიკი 2006-2014 წლებში გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 2019 წელს კი ის “ბაიერნში” მივიდა. მიუნხენელებთან ერთად მან ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, თითო-თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასი.
✍️ Der Vertrag ist unterschrieben: Hansi #Flick wird nach der @EURO2020 neuer Bundestrainer.
Willkommen zurück, Hansi! 🇩🇪
➡️ https://t.co/zQDB9vFeJW#DieMannschaft pic.twitter.com/oCq9AFsSS9
— Die Mannschaft (@DFB_Team) May 25, 2021