მალდინი: “გასახდელში იბრამ იკითხა, თუ ვის ჰქონდა ნათამაშები ჩემპიონთა ლიგაზე”
“მილანის” ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას “როსონერის” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა დიდ ეკონომიკურ სარგებელს ნიშნავს, თუმცა ჩვეენთვის სპორტული კომპონენტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა და მსოფლიოს უძლიერეს კლუბებთან შერკინება, მათ დონეზე ასვლისთვის ბრძოლა კიდევ უფრო რთული რამ არის.
ამით თავად ფეხბურთელების დონეც აიწევს. გასახდელში იბრაჰიმოვიჩმა იკითხა, თუ ვის ჰქონდა ნათამაშები ჩემპიონთა ლიგაზე და მხოლოდ ჰაკან ჩალჰანოღლუმ აწია ხელი. ეს აჩვენებს, თუ რამდენად რთულია ამ ტურნირზე მოხვედრა,” – ვციტირებთ მალდინის სიტყვებს.