დე ხეას ზედიზედ 36 პენალტი აქვს გაშვებული – როდის მოიგერია ბოლოს?
26 მაისს ევროპა ლიგის ფინალური ეტაპის შეხვედრა შედგა “მაჩესტერ იუნაიტედსა” და “ვილიარეალს” შორის. მატჩის ძირითადი და დამატებითი ტაიმები ფრედ, 1:1 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი გამარჯვებული “ვილიარეალი” დარჩა.
აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანების სერია იმაზე დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. გუნდებმა 10-10 პენალტი ზუსტად შეასრულეს და ჯერი მეკარეებზე მიდგა – რულიმ დე ხეას ნიშნულიდან გაუტანა, რის შემდეგაც დე ხეას დარტყმული მოიგერია.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 23 აპრილის შემდეგ დე ხეას ერთხელაც არ აქვს პენალტი მოგერიებული. ამ პერიოდში მან 36-ჯერ გაუშვა გოლი თერთმეტმეტრიანიდან.
🤯 David De Gea has conceded the last 𝙩𝙝𝙞𝙧𝙩𝙮-𝙨𝙞𝙭 penalties he has faced
📅 He hasn't saved one since April 23rd 2016… pic.twitter.com/QSxoeGVlt3
— WhoScored.com (@WhoScored) May 26, 2021