მინო რაიოლა ესპანურ კლუბს ესაუბრა – სად წავა დონარუმა?
“მილანის” მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი მინო რაიოლა გუშინ, დღის ბოლოს “ბარსელონას” წარმომადგენლებს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ კატალონიელები ტერ შტეგენის გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ. ისინი დონარუმას შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში მიიღებენ.
22 წლის მეკარეს ერთ თვეში “როსონერისთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ტურინის “იუვენტუსი” იჩენს.
შეგახსენებთ, რომ დონარუმა და “მილანი” ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხდმდნენ. მილანელები კარის დარაჯს წელიწადში, ხელფასის სახით, 8 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თავად მეკარე კი 10 მილიონს ითხოვდა.