19 წლის შემდეგ “ვენეცია” სერია A-ში დაბრუნდა
“ვენეცია” მომავალი სეზონიდან იტალიის უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს.
პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში “ვენეციამ” “ჩიტადელასთან” ფრედ (1:1) ითამაშა. პირველი მატჩი “ვენეციელთა” მინიმალური გამარჯვებით დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში კი გადამწყვეტი გოლი 93-ე წუთზ გაიტანეს.
პაოლო ძანეტის გუნდმა პლეი-ოფში “ლეჩე” ასეთივე ანგარიშით გამოთიშა ასპარეზობას: 1:0 პირველ მატჩში, განმეორებით შეხვედრაში კი ფრე 1:1.
რაც შეეხება უშუალოდ “ჩიტადელას”, ამ კლუბმა პლეი-ოფის ნახევარფინალში “მონცას” ბარიერი გადალახა, სადაც ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც მარიო ბალოტელი და კევინ-პრინს ბოატენგი არიან.
“ვენეცია” იტალიის უმაღლეს დივიზიონში ბოლოს 2001/02 წლების სეზონში ასპარეზობდა. მას შემდეგ გუნდი სამჯერ გაბანკროტდა. “ვენეციასთან” ერთად სერია A-ში “ემპოლი” და “სალერნიატანა” აღზევდა.