WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (453129) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ზიდანმა “რეალი” მესამედ დატოვა და უკვე 42 მილიონზე აქვს უარი ნათქვამი

თარიღი: მაისი 28, 2021

ზინედინ ზიდანმა უკვე მეორედ მიიღო მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტის ნაადრევად დატოვების გადაწყვეტილება.

ასე რომ, 48 წლის ფრანგ სპეციალისტს კარიერის მანძილზე “რეალი” უკვე სამჯერ აქვს დატოვებული საკუთარი ინიციატივით, რითიც საერთო ჯამში 42 მილიონ ევროზე აქვს უარი ნათქვამი.

ზიდანმა “ბლანკოსი” პირველად 2006 წელს დატოვა ფეხბურთელის რანგში, როდესაც კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მაშინ მას კონტრაქტში კიდევ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი და ამ პერიოდში ხელფასის სახით 6 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

2018 წლის 31 მაისს ზინედინ ზიდანმა “რეალთან” ერთად ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პოსტის დატოვების შესახებაც მალევე განაცხადა. მას კონტრაქტში ორი წელი ჰქონდა დარჩენილი და 24 მილიონი უნდა აეღო ხელფასის სახით.

რაც შეეხება უკანასკნელ კონტრაქტს, ხელშეკრულებას ვადა ერთ წელიწადში ეწურებოდა და ამ პერიოდის მანძილზე “სამეფო კლუბს” მისთვის ხელფასის სახით 12 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა.



მსგავსი სიახლეები