ორი ცვლილება – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე
6-13 ივნისს, უნგრეთი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები 14 ძიუდოისტით იასპარეზებს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერზე ორი კვირის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გამოქვეყნდა. 29 მაისს, ჩვენი გუნდის შემადგენლობა შეიცვალა. განახლებული განაცხადის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ გამოვლენ ლუხუმ ჩხვიმიანი (-60) და ილია სულამანიძე (-100). მათ ნუგზარ ტატალაშვილი (-73) და ტატო გრიგალაშვილი (-81) ჩაანაცვლებენ.
ვაჟები:
-60კგ: თემურ ნოზაძე;
-66კგ: ვაჟა მარგველაშვილი;
-73კგ: ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი;
-81კგ: ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი;
-90კგ: ბექა ღვინიაშვილი;
-100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი;
+100კგ: გელა ზაალიშვილი.
გოგონები:
-52კგ: ტეტიანია ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი;
-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი;
-70კგ: მარიამ ჭანტურია;
+78კგ: სოფიო სომხიშვილი.