‘თუ ტუმსო ჩემს 13 წლის შვილს ჩხუბში აჯობებს, პრეზიდენტი აღარ ვიქნები” – რამზან კადიროვი (ვიდეო)
ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზად კადიროვმა პირობა დადო, რომ თუ ოპოზიციურად განწყობილი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მის 13-წლის შვილს ჩხუბში აჯობებს, პრეზიდენტის პოსტს დატოვებს.
პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს რამზან კადიროვმა მის ვაჟს მიმართა: “მასთან ჩხუბის ხომ არ შეგეშინდება? მე არ შემეშინდებოდა.”
Рамзан Кадыров вызвал на бой со своим 13-летним сыном блогера Тумсо Абдурахманова. Если Тумсо побеждает, то глава Чечни уходит в отставку pic.twitter.com/BqOVsvNSnY
— NEWS.ru | Новости (@nws_ru) May 29, 2021
მოგვიანებით ბლოგერმა საპასუხო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს: “ერთადერთი შეჯიბრი, რაშიც შეგიძლია მაჯობო, კატლეტების ჭამაა.”
ტუმსო აბდურახმანოვი ბლოგერია, რომელიც ძალიან ხშირად აკრიტიკებს რამზან კადიროვს. მან 2015 წელს რუსეთი კადიროვის ოჯახის ერთ-ერთ წევრთან კონფლიქტის გამო დატოვა და ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს.
რაც შეეხება რამზან კადიროვის ვაჟს, 13 წლის ადამ კადიროვი MMA-ს მებრძოლია და ის სხვადასხვა ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება სკანდალურად დასრულდა.