კარლო ანჩელოტი “ევერტონის” ფანებს გამოემშვიდობა
კარლო ანჩელოტი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრუნდება. იტალიელმა სპეციალისტმა “ევერტონის” ფანებს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა.
“მინდა მადლობა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ “ევეროტნს”, ჩემ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს, რომ ამ ფანტასტიკური კლუბის მწვრთნელობის უფლება მომეცა.
მე კლუბის დატოვება გადავწყვიტე, რადგანაც ახალი გამოწვევა მივიღე. “რეალი” ყოველთვის იქნება ჩემ გულში. მივდივარ და გულში ვინახავ იმ დიდებულ მომენტებს, რომელიც ერთად განვიცადეთ,” – ვკითხულობთ ანჩელოტის განცხადებაში.
ანჩელოტიმ “რეალთან” სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმა. “პაპა კარლო” მადრიდულ გრანდში 2013-15 წლებში მუშაობდა და გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.