ლიეტუვას რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, ირმანტას კუკულსკისმა საქართველოს რაგბის კავშირს წერილი გამოუგზავნა, რომელი ბოლო დღეებში მომხდარს შეეხება.
ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ირმანტას კუკულსკისის წერილი:
“სიტუაციის შეფასების შედეგად, მსურს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ლიეტუვას და საქართველოს რაგბის ფედერაციები ყოველთვის იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერას, და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენს კარგ ურთიერთობას საქართველოს რაგბის კავშირთან, ვინაიდან ჩვენ ვართ სარაგბო თემის წევრები და ერთმანეთთან არა მარტო ჩვენი ქვეყნების მეგობრობა გვაკავშირებს, არამედ ეს შესანიშნავი თამაში – რაგბი.
ჩვენ არასდროს ვურევთ მეგობრობას და მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკასთან, ასე რომ მომხდარს აღვიქვავთ როგორც მცირედ გაუგებრობას, რომელიც უკვე გავარკვიეთ და მოვაგვარეთ.
გმადლობთ თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი, ლიეტუვას რაგბის კავშირისთვის!
ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ.
გულითადი პატივისცემით,
ირმანტას კუკულსკისი,
ლიეტუვას რაგბის კავშრის პრეზიდენტი.”