იტალიის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისათვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
ყველასათვის მოულოდნელად, მანჩინიმ განაცხადში 21 თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორი შეიყვანა. “სასუოლოს” ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში აქამდე არასოდეს უთამაშია, ის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო.
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა, ალექს მერეტი, სალვატორე სირიგუ;
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი, ალესანდრო ბასტონი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ჯოვანი დი ლორენცო, ემერსონ პალმიერი, ალესანდრო ფლორენცი, ლეონარდო სპინაცოლა, რაფაელ ტოლოი;
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა, ბრაიან კრისტანტე, ჟორჟინიო, მანუელ ლოკატელი, ლორენცო პელეგრინი, სტეფანო სენსი, მარკო ვერატი;
თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი, დომენიკო ბერარდი, ფედერიკო ბერნანდესკი, ფედერიკო კიეზა, ჩირო იმობილე, ლორენცო ინსინიე, ჯაკომო რასპადორი.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები A ჯგუფში თურქეთთან, უელსთან და შვეიცარიასთან ერთად იმყოფება.