ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალს იმსაჯებენ
6 ივნისს, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ამ შეხვედრას ქართველი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყურაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილია.
ქართველმა მსაჯებმა მიმდინარე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე სამ მატჩში იმუშავეს. გიორგი ყრუაშვილის სამსაჯო ბრიგადამ ჯგუფურ ეტაპზე, ესპანეთი – ჩეხეთისა და ინგლისი – შვეიცარიის მატჩებს მოემსახურა, მეოთხედფინალში კი, ესპანეთისა და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება განსაჯა.
2019 წელს გიორგი ყურაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა ისტორიაში მეორე ქარველი მსაჯი გახდა, რომელსაც ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიენიჭა.