ქართველი ფეხბურთელების დასაფასებელი საქციელი ნიდერლანდებთან მარცხის შემდეგ (ფოტო)
6 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
ქალაქ ენსხედეში გამართულ მატჩს ესწრებოდა მცირერიცხოვანი ქართველი გულშემატკივარი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მათთან მივიდნენ და მადლობა გადაუხადეს. ეს ამბავი არ გამორჩენია ტრიბუნაზე მყოფ ერთ-ერთ ნიდერლანდელ ფანს, რომელმაც ქართველები შეაქო, ხოლო საკუთარი გუნდის მოთამაშეების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.
“მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებმა 10 ფანს მადლობა გადაუხადა, ნიდერლანდელი ფეხბურთელები არ ჩანან. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს”, – წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი სოციალურ ქსელში.
Terwijl Georgië een ereronde loopt voor 10 fans druipt Nederland af. Het zegt veel.. #NEDGEO pic.twitter.com/V0xxJmiMKg
— Michel van Ballegooij (@Michel__VB) June 6, 2021