აბულაძე რუსეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონი გახდა – დარბაზში რუსეთის ჰიმნი არ ჩაირთო (ვიდეო)
6 ივნისს, უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. -60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძე გახდა, რომელმაც ფინალში ყაზახი გუსმან კირგიზბაიევი დაამარცხა.
ცნობილი დოპინგ-სკანდალის გამო, რუსები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი დროშის გარეშე გამოდიან. ასევე, ამ შეჯიბრზე არ შეიძლება მათი ჰიმნის გამოყენება, ხოლო მათ არა რუსეთის ნაკრებად, არამედ რუსეთის ძიუდოს ფედერაციის გუნდად მოიხსენიებენ.
დაჯილდოვების ცერემონიალზე, იაგო აბულაძეს ოქროს მედალი გადაეცა, ხოლო რუსეთის ჰიმნის მაგივრად, პეტრე ჩაიკოვსკის ერთ-ერთი კომპოზიცია ჩაირთო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები 2022 წლის 16 დეკემბერს დასრულდება. იქამდე რუსები დროშის გარეშე ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა დიდ ტურნირებზე გამოვლენ, მათ შორის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე.