პულიშიჩმა გოლი მექსიკელი ფანების წინ აღნიშნა – მექსიკელებმა მას ბოთლები დაუშინეს (ვიდეო)
7 ივნისს, კონკაკაფის ერთა ლიგის ფინალში ერთმანეთს აშშ-სა და მექსიკის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი, 114-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩის მიერ გატანილი გოლის წყალობით ამერიკელებმა ფინალში გამარჯვება მოიპოვეს.
პულიშიჩმა გატანილი გოლი მექსიკელი ფანების წინ აღნიშნა და მათ გაჩუმებისაკენ მოუწოდა. საპასუხოდ, მექსიკელებმა მას და მის თანაგუნდელებს ბოთლები და ჭიქები დაუშინეს.
CHRISTIAN PULISIC GIVES THE @USMNT THE LEAD 🇺🇸 pic.twitter.com/WRDgXL6LXF
— CBS Sports Golazo (@CBSSportsGolazo) June 7, 2021