ოფიციალურად: “ლაციო” მაურიციო სარიმ ჩაიბარა
რომის “ლაციოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო სარი დაინიშნა. მხარეებს შორის ორწლიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის იტალიელი სპეციალისტის წლიური ჯამაგირი სამი მილიონი ევრო იქნება.
სარი ბოლოს ტურინის “იუვენტუსს” თავკაცობდა. მან “ბებერ სინიორასთან” ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო და გუნდი 2019-2020 წლების სეზონის შემდეგ დატოვა.
მაურიციო სარიმ “ლაციოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სიმონე ინძაგი შეცვალა. როგორც მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელმა მილანის “ინტერი” ჩაიბარა.