ცხადაძემ პირველ მატჩში “შუქურას” ვერ მოუგო
“დინამო თბილისმა” კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა და ეროვნული ლიგის მე-15 ტურში “შუქურას” 1-1 დაუზავდა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, 64-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა ანგარიში გახსნა. შეხვედრა უღიმღამოდ მიდიოდა, თბილისელები გამარჯვებისკენ ნელ-ნელა მიდიოდნენ, როცა 82-ე წუთზე მსაჯმა მათ კარში პენალტი დანიშნა. ჯერალდომ პენალტი მარტივად შეასრულა და 1-1 გახდა.
ცხადაძემ სამმაგი ცვლილება გააკეთა, მაგრამ ამან ვერ უშველა და დარჩენილ დროში მასპინძლებმა ვერცერთი მომენტი ვერ შექმნეს.
დროებით, “დინამო” 32 ქულით ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგება.
დინამო 1-1 შუქურა
გოლები: მარუშიჩი 64 – ჯერალდო 82 (პ)
დინამო: კვასხვაძე – სპორსკლედე, ბენიო, მონხილი (მექვაბიშვილი 86), კობოური, ხარაბაძე (მორჩილაძე 65) – პაპავა, გაგნიძე (რადინი 46) – კუცია (ზურაბიანი 86), გაბედავა (ახვლედიანი 87), მარუშიჩი
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
შუქურა: თებიძე – ფარტენაძე (გოგიტიძე 73), ჭანტურია, რეხვიაშვილი, გაფრინდაშვილი – კაკაშვილი – სარდალიშვილი, ჯერალდო, ტენორი (ხმალაძე 56), მუსელიანი (კვარაცხელია 73) – ინგოროყვა (ვერულიძე 80)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი