ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის ლიდერია!
ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ბოლო მატჩში ბათუმის “დინამომ” “თელავი” მიიღო და 3-0 დაამარცხა. “დინამო” ამ გამარჯვებით ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა და “დინამო თბილისს” 2 ქულით გაასწრო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მე-2 ნახევარში კი, განსაკუთრებით, ფაცაციას გაგდების შემდეგ, ბათუმელებმა თელაველებს მარტივად მოუგეს.
დინამო 3-0 თელავი
გოლები: ჯიღაური 50, ნიქაბაძე 77, ზარია 88
დინამო: კუპატაძე – მამუჩაშვილი, კობახიძე, გაგოშიძე (მარგველაშვილი 89), აზაროვი (ნავალოვსკი 89), მანჯგალაძე (ზარია 80) – ტეიდი, ალთუნაშვილი – ჯიღაური, ფანცულაია (გროზურეკი 66), სანოგო (ნიქაბაძე 66)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
თელავი: ჩოჩიშვილი – ფაცაცია, ძოწენიძე, თევზაძე, ჯიქია (შეყილაძე 54), არდაზიშვილი (კანდელაკი 82), ბაშელეიშვილი, ჯანელიძე (ხაბულიანი 82) – შერგელაშვილი, კოხრეიძე (ციცქიშვილი 68), ჯიქია
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
წითელი ბარათი: ფაცაცია 56