შერაზადიშვილი: “მამაჩემი ძალიან ამაყი იქნებოდა”
ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ესპანურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ნიკო ამბობს, რომ მამამისი მისით ძალიან იამაყებდა. როგორც იცით, ზაქარია შერაზადიშვილი 2017 წელს გარდაიცვალა.
“ძალიან გახარებული ვარ. ოქროს მედალი მნიშვნელოვანია. მამაჩემი ძალიან ამაყი იქნებოდა, ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მნიშვნელოვანია.
ერთ თვეში ოლიმპიურ თამაშებზე გამოვალ და ამ მედალმა მაჩვენა, რომ სწორ გზაზე ვარ. არის კომპონენტები, რომელიც უნდა გავაუმჯობესო, მაგრამ ახლა კარგ ფორმაში ვარ. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი 98% გამოვიყენე, ოლიმპიადაზე კი 100 პროცენტით მზად ვიქნები. ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი ოცნება არ არის, ეს ძალიან რეალური მიზანია და ჩვენ სწორედ ამისაკენ მივიწევთ”, – განაცხადა 25 წლის სპორტსმენმა.
შეგახსენებთ, რომ შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.