“დილა” – “თელავი” 100 წუთი გაგრძელდა, “ლოკომ” “ტორპედოს” მოუგო
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მე-2 დღე წყალტუბოს “სამგურალისა” და ბათუმის “დინამოს” მატჩით გაიხსნა. მთელ საქართველოში ელექტროენერგია იყო გათიშული და ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მიზეზით მე-17 წუთზე შეწყდა მატჩის ტრანსლაცია. შეხვედრა 0-0 დასრულდა და ბათუმის “დინამომ” კვლავ პირველ ადგილზე გადაინაცვლა, “დინამო თბილისს” 35 ქულით გაუთანაბრდა.
მე-2 თამაშში გორის “დილამ” “თელავი” მიიღო და 100 წუთის განმავლობაში მეტოქეებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, მაგრამ ბოლოს ყაიმზე შეთანხმდნენ. ანგარიში მე-17 წუთზე შეყილაძემ გახსნა, 42-ზე კი კაპანაძემ გაათანაბრა. მე-2 ტაიმის ბოლო წუთებში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა. შეცვლაზე შემოსულმა ბუღრიძემ “თელავის” სათადარიგო სკამის მიმართულებით გარკვეული სიტყვები წარმორთვა, რასაც თელაველების მხრიდან პასუხი მოჰყვა და ბუღრიძე “თელავის” ერთ-ერთ ფეხბურთელთან ერთად გააძევეს. მატჩს 4 წუთი ჰქონდა დამატებული, საბოლოოდ კი 100 წუთამდე გაგრძელდა.
ტური “ლოკომოტივმა” ქუთაისის “ტორპედოს” 3-1 ძლევით დახურა. როგორც ყოველთვის, სიხარულიძეს, კირკიტაძეს და გავაშელიშვილს გააქვთ. 1 გოლი “ტორპედოდან” ჩალაძემ შეაგდო. დებიუტი ჰქონდა ქუთათურთა შემადგენლობაში 16 წლის ნახევარმცველ ანზორ თევზაძეს.
“ლოკო” ბოლო თამაშებია შეუჩერებელი და მოგების 5 მატჩიანი სერია აქვს. შედეგად, მე-3 ადგილზე 30 ქულით გადაინაცვლა და ლიდერებთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.
ბოლო ადგილზე კვლავ “თელავია” 9 ქულით.
დილა 1-1 თელავი
გოლები: კაპანაძე 42 – შეყილაძე 17
დილა: გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, ჭიჭინაძე, სილვა (ნემსაძე 80) – მოსიაშვილი, სანტოსი – ბიძინაშვილი (მადინგა 80) – ღუდუშაური, კაპანაძე, კამარა (ბუღრიძე 67)
მთავარი მწვრთნელი: დემჩენკო
თელავი: სანიკიძე – მარაქველიძე, ძოწენიძე, თევზაძე, ჯიქია – ბაიბალაევი (კოხრეიძე 60), ბაშელეიშვილი – შერგელაშვილი, ჯანელიძე, ციცქიშვილი (აშორტია 80) – შეყილაძე (ხაბულიანი 72)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
წითელი ბარათი: ბუღრიძე 92
ლოკომოტივი 3-1 ტორპედო
გოლები: სიხარულიძე 47, კირკიტაძე 69, გავაშელიშვილი 73 – ჩალაძე 77
ლოკომოტივი: მამარდაშვილი – გაბაძე, სანდოხაძე, კაშია, უბილავა – შონია, დარცმელია – იმრანი, სამურკასოვი (ანდრონიკაშვილი 78), კირკიტაძე (იაკობიძე 78) – სიხარულიძე (გავაშელიშვილი 73)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშილი
ტორპედო: ჰამზიჩი – ინკუმი, ქაფიანიძე, მირცხულავა (რეკიში 68), ტუიჩიბაევი – ჩაკვეტაძე – ძარია (მამასახლისი 20), ჩალაძე, ტაბატაძე, ბუკასი – ზიდანი
მთავარი მწვრთნელი: შოთა ბაბუნაშვილი