მორატა: “ხალხი იმას იტყვის, რაც სურს”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო მორატამ პოლონეთთან გამართული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, პოლონეთი-ესპანეთის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. “ფურია როხამ” პირველ ტურში ვერც შვედეთი დაამარცხა და 0:0 ითამაშა.
“კიდევ ერთ მატჩში ვერ მოვახერხეთ გამარჯვება. წინ ერთი ფინალი დაგვრჩა, რომლის შემდეგაც მერვედფინალი მოდის. არ ვიცი, რა ვთქვა, თუმცა სათქმელს მოგვიანებით ვიტყვი… ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ახლა სლოვაკეთთან მატჩზე უნდა გადავერთოთ.
არ მაღელვებს გოლს გავიტან თუ არა, მე გამარჯვება მსურს. შეხვედრა ფრედ დასრულდა, რაც კითხვებს აჩენს. ლუის ენრიკესა და თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი. როცა რთული პერიოდია, ყველა უნდა გავერთიანდეთ. ფანები? ხალხი იმას ამბობს, რაც სურს. ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა ყველას თავისუფლად შეუძლია”, – ციტირებს მორატას სიტყვებს “ასი”.