სექსის შეზღუდვა, ეკო-მეგობრული საწოლები – სად იცხოვრებენ ქართველი სპორტსმენები ტოკიოში? (ფოტო)
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დარჩა. 23 ივლისს დაიწყება ღონისძიება, რომელსაც სპორტის გულშემატკივრები უკვე ხუთი წელია ელოდებიან.
ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სოფლებში სპორტსმენებს ეკო-მეგობრული საწოლები დახვდებათ, რომლებიც მუყაოს გადამუშავების შედეგადაა შექმნილი. ოთახებში სხვადასხვა ფერის სკამები იქნება, ხოლო დელეგაციის წევრებს საკვებ ობიექტებში დისტანციის დაცვა მოუწევთ.
გამოცემა “სანის” ცნობით, 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენებს შორის ინტიმური ურთიერთობის პროცენტული მაჩვენებელი წინა ოლიმპიადებთან შედარებით 129 პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, წელს, ტოკიოში, დიდი ალბათობით, სპორტსმენებს მისცემენ მითითებას, რომ სექსისაგან თავი შეიკავონ. მიუხედავად ამისა, ოლიმპიურ სოფელში 160 000 პრეზერვატივი მაინც იქნება.
სპორტსმენებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ქუჩაში სეირნობა შეეძლებათ, მაგრამ მათ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა დაიცვან.
რა თქმა უნდა, კვლავაც აქტიურად იქნება დოპინგ-კონტროლი.